Thursday, July 14, 2011

ჩემი სკოლა

პროექტის სახელი: ჩემი სკოლა
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი სკოლის ისტორიას და ქმნიან სკოლის მატიანეს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ საკუთარი სკოლის წარსულს.კერძოდ სკოლის დაარსების წლებს. დამფუძნებელთა ბიოგრაფიებს, მათ მოღვაწეობასა და საზოგადოებრივ საქმეს. როდის მიენიჭა და რატომ სკოლას ამ პიროვნების სახელი.იკვლევენ ამ სკოლაში მომუშავე პირველი მასწავლებლის ვინაობას,აგროვებენ ინფორმაციას სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულთა შესახებ, იღებენ ინტერვიუებს იმ პიროვნებებიდან ვინც ფლობენ ინფორმაციას საკვლევი თემის ირგვლივ.აგროვებენ სურათებს ალბომისათვის.
მოსწავლეთა ასაკი: 12–13წელი
ვადები: 4 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: შესაბამისი ლიტერატურის, გაზეთების ფოტო და მასალის მოძიება.კითხვარების შედგენა.ინტერვიუების აღება ან ჩაწერა. სურათების გადაღება. გამოფენის მოწყობა. პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: ელექტრონული ჟურნალი. ბუკლეტი .სკოლაში მუზეუმის პრეზენტაცია.
სარგებელი სხვებისათვის: სკოლის მოსწავლე– ახალგაზრდობა და თვით პედაგოგიური კოლექტივიც უკეთესად შეიცნობს სკოლის ღირსებებსა და შესაძლებლობას, ასევე თავადაც გაეცნობიან სხვა სკოლების ისტორიას.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს უმუშავდებათ კვლევის უნარ–ჩვევები.განუვითარდებათ წერის, კითხვის, მოსმენის და საუბრის კულტურა.ისწავლიან პროექტზე მუშაობას,უკეთესად გაერკვევიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: შორენა კუტალაძე. ნათია ჟღენტი.
პროექტის ფასილიტატორის ელ– ფოსტა:
შორენა კუტალაძე–kutaladzeshorena@gmail.com

No comments:

Post a Comment